суббота, 18 октября 2008 г.

ყველა ქალი უნდა გახდეს დედა

პროექტის მოკლე აღწერა:დედობა ძვირფასი,სათუთი და ამაღელვებელი გრძნობაა.დედობა
სიცოცხლის საწყისია და მას საზომი არ გააჩნია.დედასა დაშვილს შორის უხილავი ძაფებია
გავლებული.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქალის, დედის, დედაშვილობის შესახებ.გაარკვევენ თუ რა როლი ეკისრებოდა დედას გვაროვნულ საზოგადოებაში და რა როლი აკისრია დღეს.ასევე მოიძიებენ ინფორმაციას დედასა და შვილის ბიოლოგიური კავშირის შესახებ და დაადგენენ თუ რამდენად ძლიერია ეს კავშირი.გაიხსენებენ დედასთან,როგორც სიცოცხლის საწყისთან დაკავშირებულ სიტყვებს.ამ თემასთან დაკავშირებით მოიძიებენ:ლექსს,სიმღერას,თქმულებას,ანდაზას. ნახავენ ამ თემატიკაზე შექმნილ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს და შესაბამისი ფორმით შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას(დისკუსია,ესე,ჩანახატი,აპლიკაცია,ვიდეო ფილმი)ასევე განიხილავენ ამ თემატიკაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს:მხატვრების ტილოებს,ქანდაკებებს.ინტერვიუს აიღებენ,როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილი დედებისგან და გააკეთებენ:ფოტო-კოლაჟს,ბუკლეტს-დედობის აუცილებლობის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:8-9კლასები
ვადები ხანგრძლივობა:მუშაობის დაწყებიდან 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლისში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა,ნახატების,ესეების კონკურსი,ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება,ინტერვიუები,
ფილმების განხილვა,ლექსის მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა.სკოლაში გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი,ფოტო-კოლაჟი,ჩანახატები,ვიდეო-ფილმი,ლექსი,სიმღერა,ესეები,ელ-ჟურნალი,ვებ-გვერდი,ბუკლეტი.
მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის,ინტერვიუს აღების,ვიდეო-ფილმის გაკეთების უნარ-ჩვევა.ისწავლიან:ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.დარწმუნდებიან დედობის აუცილებლობაში.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია:კვლევა-ძიების საფუძველზე გაიღრმავებენ ცოდნას დედობის შესახებ.
ლიტერატურა:შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს:ლექსების,ესეების,დისკუსიის შექმნაში.მოიზიებენ:ანდაზებს,აიღებენ ინტერვიუებს.
ხელოვნება:გააკეთებენ ჩანახატებს, აპლიკაციას,განიხილავენ სხვადასხვა მხატვრულ ტილოებს და ქანდაკებებს,მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას,მუსიკალურ ნაწარმოებებს.
ბიოლოგია:მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ისაუბრებენ ბიოლოგიური კავშირის სიძლიერეზე.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნათია საძაგლიშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:natiasad@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:axaliblogi.blogspot.com

10 комментариев:

მზია მაკრახიძე გორი #8 საჯარო სკოლა комментирует...

natia kargi proeqtia.
dedoba--xom qalistvis upirvelesi
mocodebaa. qali--xom pirvel rigshi dedastan asocirdeba.kvela deda, xom shvilebze mzrunvel qalad carmogvidgeba.
carmatebebs gisurveb.
mzia pavliashvili
goris # 8 sajaro skola.

ლალიკო комментирует...

ნათია!
ძალიან მომეწონა შენი პროექტი. ნამდვილად, ყველა ქალი უნდა გახდეს დედა. ყველა ქალს უსურვებ, რომ იყოს ბედნიერი დედა და მათთან ერთად შენც.


გისურვებ წარმატებას!
გორის #4 საჯარო სკოლის ისტმენეჯერი: ლეილა ხმიადაშვილი

ვერიკო სომხიშვილი, комментирует...

ჭეშმარიტებაა.დედაზე ძვირფასი სახელი ჯერ არ შეუქმნია კაცობრიობას.დედით იწყება ცხოვრება, დედის თვალებით ,, ვჭვრეტთ სამყაროს" და სიცოცხლესაც დედის ხატებასთან მიახლოვებით ვამთავრებთ.
ყველას ვუსურვებ იმ მადლს ეზიარონ, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია.
გისურვებ წარმატებას.
ვერიკო სომხიშვილი.გორის#8 საჯარო სკოლის დაწყებითის პედაგოგი

lela комментирует...

"მხოლოდ დედობა აძლევსო ქალს უფლებას პატივცემულად იწოდებოდეს"(ვ.ჰიუგო)
მართლაც ძალიან კარგი პროექტია და აქტუალური დღევანდელ საქართველოში .ღმერთმა ქნას რომ დედამიწაზე ყველა დედა იყოს ბედნიერი.
ლელა ბედოშვილი
ქ.გორი #9 საჯარო სკოლა

ხათუნა ტაბიძე комментирует...

ყველა ქალი უნდა გახდეს დედა. ეს დაუწერელი ,,კანონია". ყველამ უნდა გამოსცადოს ეს გრძნობა. დედობა მართლაც რომ ყველა ქალისათვის სანუკვარი ოცნებაა. ზოგი ადრეულ ასაკში ხდება დედა,ზოგიც შედარებით მოგვიანებით. მაგრამ დედობა არასოდეს არ არის გვიან. ყველა ქალს ვუსურვებ რომ დროულად გამოეცადოს დედობის - ლამაზი და ენით აუწერელი გრძნობა.
პროექტი ძალიან ლამაზად არის შეკრული. ძალიან საინტერესოდ არის თემა შერჩეული და ყველა დროს შეესაბამება.
დედობა მარადიულია. დედობა რომ არ იყოს კაცობრიობა აღარ იარსებებს.
ხათუნა ტაბიძე
გორის მე-9 საჯარო სკოლის ის მენეჯერი

violeta комментирует...

ნამდვილად ჩემო კარგო.ყველა ქალი უნდა გახდეს დედა.
დედობა ღვთისგან ბოძებული სიმდიდრეა.
ვიოლეტა ვეკუა

teona комментирует...

zalian momecona tqveni proeqti. yvela qalistvis bednierebaa dedoba. shvilidan icyeba dedistvis atvlis certili. tumca yvela qali potenciuri dedaa, yavs mas shvili tu ara. gisurvebt carmatebebs!

მანანა комментирует...

ქალბატონო ნათია ძალიან საინტერესო პროექტი გაქვთ.რათქმაუნდა ყველა ქალი უნდა გახდეს დედა.ეს ენით აუღწერელი ბედნიერებაა :)

elen комментирует...

ძალიან სათუთი პროექტია და თუ გავითვალისწინებთ საქართველოში დემოგრაფიულ მდგომარეობას-ძალიან აქტუალურიც!
მხოლოდ 2 შენიშვნა:
"მონაწილეთა ასაკი:8-9კლასები
ვადები ხანგრძლივობა:მუშაობის დაწყებიდან 3 თვე"- გასასწორებელ-დასაზუსტებელია.

ელენე ფირცხალავა комментирует...

მივესალმები პროექტს და ვუერთდბი მას.
საინტერესო იქნებოდა უკვე განხორციელებული პროექრის გაცნობა!
წარმატებებს გისურვებთ!
პატივისცემით,
ელენე