суббота, 18 октября 2008 г.

ყველა ქალი უნდა გახდეს დედა

პროექტის მოკლე აღწერა:დედობა ძვირფასი,სათუთი და ამაღელვებელი გრძნობაა.დედობა
სიცოცხლის საწყისია და მას საზომი არ გააჩნია.დედასა დაშვილს შორის უხილავი ძაფებია
გავლებული.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქალის, დედის, დედაშვილობის შესახებ.გაარკვევენ თუ რა როლი ეკისრებოდა დედას გვაროვნულ საზოგადოებაში და რა როლი აკისრია დღეს.ასევე მოიძიებენ ინფორმაციას დედასა და შვილის ბიოლოგიური კავშირის შესახებ და დაადგენენ თუ რამდენად ძლიერია ეს კავშირი.გაიხსენებენ დედასთან,როგორც სიცოცხლის საწყისთან დაკავშირებულ სიტყვებს.ამ თემასთან დაკავშირებით მოიძიებენ:ლექსს,სიმღერას,თქმულებას,ანდაზას. ნახავენ ამ თემატიკაზე შექმნილ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს და შესაბამისი ფორმით შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას(დისკუსია,ესე,ჩანახატი,აპლიკაცია,ვიდეო ფილმი)ასევე განიხილავენ ამ თემატიკაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს:მხატვრების ტილოებს,ქანდაკებებს.ინტერვიუს აიღებენ,როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილი დედებისგან და გააკეთებენ:ფოტო-კოლაჟს,ბუკლეტს-დედობის აუცილებლობის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:8-9კლასები
ვადები ხანგრძლივობა:მუშაობის დაწყებიდან 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლისში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა,ნახატების,ესეების კონკურსი,ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება,ინტერვიუები,
ფილმების განხილვა,ლექსის მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა.სკოლაში გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი,ფოტო-კოლაჟი,ჩანახატები,ვიდეო-ფილმი,ლექსი,სიმღერა,ესეები,ელ-ჟურნალი,ვებ-გვერდი,ბუკლეტი.
მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის,ინტერვიუს აღების,ვიდეო-ფილმის გაკეთების უნარ-ჩვევა.ისწავლიან:ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.დარწმუნდებიან დედობის აუცილებლობაში.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია:კვლევა-ძიების საფუძველზე გაიღრმავებენ ცოდნას დედობის შესახებ.
ლიტერატურა:შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს:ლექსების,ესეების,დისკუსიის შექმნაში.მოიზიებენ:ანდაზებს,აიღებენ ინტერვიუებს.
ხელოვნება:გააკეთებენ ჩანახატებს, აპლიკაციას,განიხილავენ სხვადასხვა მხატვრულ ტილოებს და ქანდაკებებს,მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას,მუსიკალურ ნაწარმოებებს.
ბიოლოგია:მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ისაუბრებენ ბიოლოგიური კავშირის სიძლიერეზე.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნათია საძაგლიშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:natiasad@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:axaliblogi.blogspot.com